ინგრედიენტები
ფარშისთვის:
მარილი და პილპილი
საქონლის ან შერეული ფარში - 400 გ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 2 კბილი
პურის გული - რძეში დამბალი
კვერცხი - 1 ცალი
სოუსისთვის:
არაჟანი - 2 ს/კ
ტომატ-პასტა ან კეტჩუპი - 1 ს/კ
თბილი წყალი - 0,5 ჭიქა
მარილი და პილპილი - გემოვნებით
კარტოფილი - 6-7 ცალი
მომზადების წესები
მოამზადეთ საკატლეტე ფარში, გააკეთეთ ბურთები. ამოავლეთ ფქვილში.
ღუმელის ტაფას წაუსვით ცხიმი, კიდეებზე მოაწყვეთ კატლეტები, შუაგულში კი გაფცქვნილი, საშუალო ზომის, მთელ-მთელი კარტოფილები.
შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
სოუსისთვის არაჟანს შეურიეთ კეტჩუპი, წყალი, მარილი და პილპილი.
15 წუთში გამოიღეთ ტაფა, მოასხით მომზადებული სოუსი და შედგით კიდევ 20 წუთი.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი!