მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი
კვერცხი - 2 ცალი
ფქვილი - 2-3 ს/კ
საფანელი - 4-5 ს/კ
ნიორი - 1 კბილი
მარილი და წიწაკა
ზეთი შესაწვავად
ნიგვზის ბაჟე - 1 ჭიქა
მომზადების წესები
ყვავილოვანი კომბოსტო დავანაწევროთ და მდუღარე მარილიან წყალში რამდენიმე წუთით მოვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ.
კვერცხი დანაყილ ნიორთან, მარილსა და წიწაკასთან ერთად ავთქვიფოთ. ქვაბში ან ღრმა ტაფაზე კარგად გავახუროთ ზეთი.
კომბოსტოს ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს – საფანელში და მდუღარე ზეთში შევწვათ.
შემწვარი კომბოსტო სუფრაზე ბაჟესთან (იხ. რეცეპტი) ერთად მივიტანოთ.
რჩევა:
ვინც მარხულობს, შეუძლია კომბოსტოები კვერცხის გარეშე ამოავლოს საფანელში და ისე შეწვას. ბაჟეს გარდა შესაძლებელია შემდეგი სოუსის მომზადება: 0,5, ჭიქა სამარხვო მაიონეზში ავურიოთ 3 კბილი დანაყილი ნიორი, მარილი, წიწაკა, 1 ჩ.კ. დაფქული ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, 1 ს.კ. დაჭრილი ახალი ქიძი და ოხრახუში.