შინ გამომცხვარი სიმიტები ყველით

შინ გამომცხვარი სიმიტები ყველით

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 15

ინგრედიენტები

თბილი რძე - 1 ჭიქა

თბილი წყალი - 1 ჭიქა

მშრალი საფუარი - 1 ს/კ

შაქარი - 1 ს/კ

ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ

მარილი - 1 ჩ/კ

კვერცხი - 1 ცალი

ფქვილი - 5-6 ჭიქა

მაგარი სახეობის ყველი

წყალი ამოსავლებად - 1 ჭიქა

თაფლი - 5 ს/კ ამოსავლებად

ქუნჯუთის მარცვლები - მოხალული, მოსაყრელად

მომზადების წესები

თბილ რძეს შეურიეთ თბილი წყალი და გახსენით მასში საფუარი და შაქარი.

დაუმატეთ მარილი, ზეითუნის ზეთი და კვერცხი.

თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა მიიღოთ რბილი და არ უნდა გეკრობოთ ხელებზე.

გადააფარეთ ცომს ცელოფანი და გააჩერეთ 30 წუთი.

ამოსული ცომი გაყავით 15 ნაწილად.

თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ. დაადეთ გაბრტყელებულ ცომზე 2-2 ნაჭერი, დაახლოეთბი 10 სმ-ის ყველი და შეუწებეთ კიდეები.

მოამზადეთ ამოსავლები სიროფი: ამისათვის თაფლს დაუმატეთ წყალი და აურიეთ.

დააფინეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე პერგამენტი, დაალაგეთ სიმიტები, თითოეულ სიმიტზე გააკეთეთ რამდენმიმე ჰორიზონტალური ნაჭდევი დანით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.