ვაშლის დაბრაწული ფუნთუშები

ვაშლის დაბრაწული ფუნთუშები

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 8

ინგრედიენტები

ვაშლი - 4 ცალი

შაქარი - 120 გ

კარაქი - 200 გ

გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა

ფქვილი - 500 გ

კვერცხი - 4 ცალი

ვანილინი - 1 შეკვრა

მომზადების წესები

კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, ათქვიფეთ და დაუმატეთ შაქარი და ვანილინი.

პატარ-პატარა ულუფებად გამაფხვიერებელშერეული ფქვილი. მოზილეთ ცომი და დაუმატეთ გაფცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი ვაშლი.

ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და კოვზით დადეთ ცომის გუნდები. დატოვეთ მათ შორის დაახლოებით 5-5 სმ ადგილი.

გაახურეთ 200 გრადუსზე ღუმელი, მოათავსეთ ფუნთუშები და აცხვეთ 10-15 წუთის განმავლობაში.