როგორ უნდა მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი კუპატი?

როგორ უნდა მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი კუპატი?

ინგრედიენტები

ძროხის ან ღორის ხორცი ( ან მათი ნარევი) - 4 კგ

ხახვი - 4-5 თავი

ნაწლავი - საჭირო რაოდენობის

პილპილი - გემოვნებით

კოწახური - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

ხმელი ქონდარი - 2 ჩ/კ

უცხო სუნელი - 2 ჩ/კ

მომზადების წესები

ავიღოთ გარეცხილი მსუქანი ძროხის ხორცი, ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი,ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით,დანაყილი პილპილით, კოწახურითა და სუნელებით - კარგად დავზილოთ,თან ცოტ-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი იყოს ნაზი.

ავიღოთ საქონლის (ან ღორის) გამხმარი ნაწლავი, კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ თბილ წყალში 10-15 წუთი.  განიერძძირიანი ძაბრი წამოვაცვათ ნაწლავებს და შეზავებული, დაკეპილი ხორცით გავტენოთ. თითოეული კუპატის თავი და ბოლო შევაერთოთ , ძაფებით შევკრათ და დავკიდოთ შესანახად.