სოკოს და საქონლის ხორცის ბიფსტროგანოვი

სოკოს და საქონლის ხორცის ბიფსტროგანოვი

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი - 500 გ

ქამა სოკო - 200 გ

ხახვი - 1-2 თავი

ფქვილი - 1 ს/კ

არაჟანი - 2-3 ს/კ

მდოგვი - 1 ს/კ

წყალი - 200 მლ

ზეთი - 1 ს/კ

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

დაჭერით ხორცი თხელ, მოგრძო ნაჭრებად, ხახვი - ალყა-ალყა.

ქამა სოკო - თხელ ფირფიტებად.

მოხრაკეთ ტაფაზე, ზეთში ხახვი, დაუმატეთ სოკო და ხრაკეთ, სანამ წვენი არ ამოშრება. დაუმატეთ წყალი, არაჟანი, მდოგვი, მარილი და პილპილი.

ხორცი მოხრაკეთ ცალკე, სანამ არ დაიბრაწება, დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.

გადაუტანეთ ხორცი სოკოსთან და თუშეთ ხორცის დარბილებამდე.