ხბოს ხორცი კომშით

ხბოს ხორცი კომშით

ინგრედიენტები

ხბოს ხორცი - 200 გ

კომში - ქართული, სურნელოვანი, 150 გ

შაქარი (უმჯობესია ყავისფერი) - 50 გ

ნიგოზი - 70 გ

ზეთი - 10 მლ

დაღერღილი წიწაკა

მარილი და პილპილი

კომშის კომპოტი - ცოტაოდენი

ლიმონი - თხელი ნაჭრები

ნარშარაბი

მომზადების წესები

ხბოს ხორცი ზეთში მოვბრაწოთ. ცოტა ხანში დავუმატოთ თხლად დაჭრილი კომში და ერთად მოვშუშოთ.

1-2 წუთში დავასხათ ცოტაოდენი კომშის კომპოტი, მოვაყაროთ შაქარი და როდესაც შაქარი სითხეში გაიხსნება, დაღერღილი წიწაკა, მარილი და პილპილი დავუმატოთ.

სანამ შაქარი კარამელიზაციას დაიწყებს, ტაფა მანამდე გდმოვდგათ ცეცხლიდან და თხლად დაჭრილი ნიგოზი მოვაყაროთ. კერძი ამოვიღოთ ლიმონის ნაჭრებზე, ზემოდან მოვასხათ თავისი სოუსი და ბროწეულის ნარშარაბი.

რჩევა

ამ კერძს ძალიან უხდება ასევე მშრალი აჯიკა. ასევე გემრიელი გამოდის თუ ლიმონის ნაჭრებს ხბოს ხორცის სოუსში შევბრაწავთ.