ღუმელში შემწვარი საქონლის ხორცი - გამოდის საოცრად წვნიანი და არომატული!

ღუმელში შემწვარი საქონლის ხორცი - გამოდის საოცრად წვნიანი და არომატული!

ინგრედიენტები

საქონლის რბილი ხორცი - 800 გ

ხახვი - 1 საშუალო თავი

ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ

სოიოს სოუსი - 3 ს/კ

პაპრიკა - 1 ჩ/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

დაჭერით ხორცი პატარა, მოგრძო ნაჭრებად. ოდნავ დაბეგვეთ.

დაჭერით ხახვი ალყა-ალყა.

აიღეთ ღრმა ქვაბი ან ჯამი და ერთმანეთში აურიეთ: სოიოს სუუსი, ზეითუნის ზეთი, პაპრიკა, პილპილი და მარილი.

ჩაყარეთ მიღებულ სოუსში დაჭრილი ხორცი და ხახვი. კვლავ კარგად აურიეთ. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 1 საათი ოთახის ტემპერატურაზე.

გადაიტანეთ ხორცი ღუმელის ფირფიტაზე და შეწვით 50-60 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე!