"ნეტავ, ვიჩხუბოთ, რადგან საერთოდ ვერ ვნახულობ. (კახა კალაძეს, თბილისის მერს) ის 2 საათი, რა დროსაც ვნახულობ, ამისთვის ფიზიკურად აღარ გვრჩება დრო", - ამის შესახებ ანუკი არეშიძენ გადაცემაში "სთორი" განაცხადა.
"თვითონ კახაც არ არის კონფლიქტური ადამიანი, ძალიან ხშირად ბევრ რაღაცას მითმობს, ძალიან დამთმობია, მეც არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ კონფლიქტური სიტუაცია შევქმნა ხოლმე. შეიძლება რაღაცაზე ვიკამათო, მაგრამ კამათისთვისაც აღარ გვაქვს დრო", -აღნიშნა არეშიძემ.