ინგრედიენტები
ხორცი - 2 კგ
ხახვი - 0,5 კგ
ნიგოზი - 1 ჩ/ჭ
ზაფრანა - 3 კოვზი
ხმელი ქინძი - 3-4 ს/კ
ნიორი - 2-3 თავი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (შეიძლება ძვლებიანადაც), დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და ვადუღოთ.
დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი შეზავებული ზაფრანით, შავი პილპილით, ხმელი ქინძით და მარილით.
ქურიდან გადმოდგმისას დავამატოთ დანაყილი ნიორი.