უნაზესი და ძალიან არომატული ვაშლის ნამცხვარი მოხარშული კრემით

უნაზესი და ძალიან არომატული ვაშლის ნამცხვარი მოხარშული კრემით

ინგრედიენტები

ცომი:

ფქვილი - 360 გ

კვერცხი - 1 ცალი

შაქარი - 150 გ

არაჟანი - 2 ს/კ

კარაქი - 180 გ

გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ

მწიკვი მარილი

კრემი:

რძე - 350 მლ

კვერცხი - 1 ცალი

კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 2 ს/კ

შაქარი - 4 ს/კ

ვანილი - 1/3 ჩ/კ

ვაშლი - 2 ცალი მოზრდილი

შაქრის პუდრა – მოსაყრელად

მომზადების წესები

გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებელი.

დაჭერით ცივი კარაქი კუბიკებად და გაქენით ფქვილთან ერთად ფხვიერი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი და მოზილეთ ნაზი და ელასტიკური ცომი. შედგით ცომი მაცივარში ნახევარი საათით.

ამასობაში მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ერთად კვერცხი, შაქარი, ვანილი და სახამებელი, დაუმატეთ ცივი რძე, კარგად აურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ მასა ადუღებამდე. კრემი მზად არის.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 2 არათანაბარ (1/3 და 2/3) ნაწილად. დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ დასაშლელ 20 სმ დიამეტრიც ფორმაში, გაუკეთეთ მაღალი კიდეები.

ცომზე დაალაგეთ გარეცხილი, გაფცქვნილი და დაჭრილი ვაშლი (სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტაოდენი დარიჩინი) და მოასხით ცხელი კრემი.

ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ თხლად და დაჭერით მსხვილ, გრძელ ნაჭრებად. დაალაგეთ ცომის ნაჭრები კრემზე ბადის ფორმით.

შედგით ნამცხვარი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-50 წუთი, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.