ბერლინური ფუნთუშები, რომლის გემო არასოდეს ავიწყდებათ!

ბერლინური ფუნთუშები, რომლის გემო არასოდეს ავიწყდებათ!

ინგრედიენტები

ფქვილი - 500 გ

შაქარი - 50 გ

წყალი - 120 მლ

რძე - 100 მლ

კვერცხი - 2

კვერცხის გული - 2

კარაქი - 100 გ

მარილი - 1/2 ჩ.კ

საფუარი - 1 - 1.5 ჩ.კ

მოხარშული კრემი ან ჯემი

მომზადების წესები

თბილ რძეში ჩაადნეთ კარაქი, თბილ წყალში კი საფუარი გახსენით. ყველა ინგრედიენტი თასში მოათავსეთ და მოზილეთ ცომი. ცომს ზელვა სჭირდება იმდენ ხანს, სანამ ელასტიური არ გახდება და ხელს აღარ მიეკრობა. დააფარეთ თავზე და  აცალეთ აფუება 1-1.5 საათი. თუ მაშინვე არ გსურთ მომზადება, მოზელვის შემდეგ მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ. 

გაფუებული ცომი გააბრტყელეთ 1.5 სმ სისქეზე და გამოჭერით 7 სმ დიამეტრის წრეები. დაალაგეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადააფარეთ პირსახოცი და დატვეთ ამგვარად 1 საათი.

ღრმა ჭურჭელში, საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი. ჩადეთ 2-3 ცალი ფუნთუშა და შეწვით ორივე მხრიდან. გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა, ან დარიჩინისა და პუდრის ნარევი.

ფუნთუშები გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, ჩაჭერით მაკრატლით და გულში ჩაუდეთ მოხარშული კრემი ან ჯემი.