"მილიონიანი ნამცხვარი" - გემო ამართლებს სახელს

ინგრედიენტები

ფქვილი - 240 გ

კარაქი - 120 გ

შაქარი - 60 გ

კაკაო - 1 ს/კ

გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ

მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა

შოკოლადის მინანქრისთვის:

კარაქი - 30 გ

შავი შოკოლადი - 150 გ

მომზადების წესები

დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ მსუბუქი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო, აურიეთ. გადაიტანეთ მასა ცხიმწასმულ ფორმაში, დაჩხვილეტეთ მთელი ზედაპირი ჩანგლით და შედგით საყინულეში 10-15 წუთით.

შემდეგ გამოიღეთ საყინულედან და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, აცხვეთ 20 წუთი. ოდნავ უნდა შეყავისფრდეს, არ გადააჭარბოთ ცხობისას.

გამოიღეთ ღუმელიდან ბისკვიტი. გაანაწილეთ მასზე მოხარშული შედედებული რძე. შედგით 1 საათით მაცივარში.

შოკოლადის მინანქრისთვის:

გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე. დაუმატეთ კარაქი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მოასხით ზემოდან ნამცხვარს. მოასწორეთ მინანქარი და შედგით მაცივარში.

როცა შოკოლადი გამაგრდება, შეგიძლიათ დაჭრათ და მიირთვათ.