მომზადების დრო: 2 წუთი
ულუფა: 20
ინგრედიენტები
ხაჭო - 500 გ
არაჟანი - 400 გ
კვერცხის გული - 6 ცალი
შაქარი - 2,5 ჭიქა
ფქვილი - 5-6 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
მწიკვი მარილი
ვანილი
მომზადების წესები
ხაჭოს დავუმატოთ არაჟანი და შაქარი, შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები. დავუმატოთ მარილი, ვანილი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოვზილოთ ცომი და 1 საათით შევდგათ მაცივარში. ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსამდე.
ცომისგან გავაკეთოთ თანაბარი ზომის ბურთულები. ცეცხლს 150 გრადუსამდე დავუწიოთ და ნამცხვარი გამოსაცხობად შევდგათ. ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ დაიბრაწება.