იულია ტიმოშენკო, რომელიც უკაინის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია აცხადებს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო მას ბინძური მეთოდებით ებრძვის და ითხოვს, რომ მისი მოგვარე, რადას დეპუტატი იური ტიმოშენკო ცესკოს რეგისტრაციიდან მოიხსნას.
იულია ტიმოშენკოს თქმით, მისი "თითქმის" სეხნიისა და მოგვარის კანდიდატად დარეგისტრირების ინიციატივა პრეზიდენტ პოროშენკოს ეკუთვნის, რათა „ასეთი თაღლითური დამამცირებელი მეთოდით" წაიღოს მისი მხარდამჭერი ხმების ნაწილი.
„მე მივმართავ პრეზიდენტს: გაიხსენეთ ღირსება და როგორც დააყენეთ საპრეზიდენტო კანდიდატად იური ტიმოშენკო, ისე წაშალეთ ის პრეზიდენტობის კანდიდატების სიიდან და შეწყვიტეთ ასეთი ბინძური მანიპულაციები,"- განაცხადა „ბატკივშინას" ლიდერმა მედიაში.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 31 მარტს გაიმართება. ბოლო გამოკითხვებით კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს. ტიმოშენკო და პოროშენკო კი მეორე-მეასმე ადგილებს ინაწილებენ.