ქათამი თეთრი ლობიოს სოუსით

ქათამი თეთრი ლობიოს სოუსით

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 2

ინგრედიენტები

ქათმის მკერდი - 1 ცალი

თეთრი ლობიოს კონსერვი - 300 გ

წიწაკა

მარილი

ზეითუნის ზეთი

ოხრახუში - 1 კონა

ნიორი - 4 კბილი

ვაშლის ძმარი

მომზადების წესები

ლობიო გადავწუროთ და ავზილოთ. დავუმატოთ წვრილად დაკეპილი წიწაკა, ოხრახუში, ძმარი, ზეთი, დანაყილი ნიორი და მარილი.

ქათმის მკერდს წავუსვათ ზეთში არეული მარილი და ღუმელში შევწვათ, შემდეგ თხელ ნაჭრებად დავჭრათ.

ლობიო ამოვიღოთ თეფშზე, ზედ დავაწყოთ ქათმის ნაჭრები და ისე გავიტანოთ სუფრაზე.