რა ჰყვება 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა, რომელზეც კაცმა სექსუალურად იძალადა

რა ჰყვება 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა, რომელზეც კაცმა სექსუალურად იძალადა

თბილისში, 50 წლამდე კაცმა 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე სექსუალურად იძალადა. მოზარდმა დაშინების მიუხედავად, დედას ძალადობის შესახებ უამბო.

მოზარდის დედამ "ქრონიკას" მოუყვა, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მოძალადის საცხოვრებელ სახლში მოხდა. სავარაუდო მოძალადე და არასრულწლოვნის ოჯახი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ერთ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ.

"ყურში მეუბნედობა 2 წუთი მაცადე, მერე გავალ და ჩიფსს გიყიდი, ოღონდ დედას არ უთხრაო. 10 წელიწადია ჩვენთან ქირით ცხოვრობს და ჩემთვის შოკი იყო. საერთოდ, თავიდან ბავშვა როდესაც ამის შესახებ მითხრა, ვიფიქრე ვინმეს ხომ არ ანახებდა ან ბავშვს რაიმე ქმედებას ხომ არ ასწავლიდა. ამის გარდა ყველაფერს ვიფიქრებდი. მერე სანდროს, რომ შევეკითხე მარტო იყავითთქო, მიპასუხა - კი", - ამბობს "ქრონიკასთან" მოზარდის დედა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცველებმა კაცი უკვე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება სექსუალური ხასიათის იძულებითი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.