სოკოს მწვადი

სოკოს მწვადი

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ქამა სოკო - 600 გ

სოიოს სოუსი - 4 ს/კ

პაპრიკა - 1 ჩ/კ

მარილი - გემოვნებით

ლიმონის წვენი - 2 ჩ/კ

კამა - 1 კონა

ზეთი - 4 ს/კ

მომზადების წესები

კარგად გარეცხეთ ქამა სოკო. გაშალეთ სამუშაო ზედაპირზე ჩაის ტილო და გადაიტანეთ მასზე  სოკო, რათა შეშრეს.

შემდეგ ჩაყარეთ სოკო ცელოფანში, იქვე დაუმატეთ ზეთი, სოიოს სოუსი, პაპრიკა, მარილი, ლიმონის წვენი, დაჭრილი კამა და შეუკარით თავი ცელოფანს, შენჯღრიეთ და გააჩერეთ 30 წუთი.

დაასველეთ ხის შამფურები წყალში და წამოაცვით დამარინადებული სოკო ჩხირებზე.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე, შემდეგ კი შედგით ღუმელში და შეწვით 15 წუთის განმავლობაში.