შემწვარი შამაია ქინძმარში

შემწვარი შამაია ქინძმარში

ინგრედიენტები

თევზი შამაია - ან მსგავსი ტიპის თევზი, 6 ცალი

ფქვილი - 2 ს/კ

ძმარი - 0,5 ჭიქა

ქინძი - 1 კონა

ახალი ნიორი - 1 ღერი

მარილი

წიწაკა

ზეთი - შესაწვავად

წყალი - გასაზავებლად

მომზადების წესები

ფქვილში ავურიოთ მარილი, ამოვავლოთ თევზები და გაცხელებულ ზეთში შევწვათ.

ქინძი, ძმარი, მარილი, წიწაკა და ნიორი ბლენდერით მსუბუქად ავთქვიფოთ, გავაზავოთ წყლით.

თევზი სუფრაზე ქინძმართან ერთად მივიტანოთ.