ლეგენდარული ჯგუფის, Pink Floyd-ის ლიდერმა როჯერ უოტერსმა ვაშინგტონი მადუროს რეჟიმზე ზეწოლისთვის გააკრიტიკა და ვენესუელის მოქმედ რეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„თავი დაანებეთ ვენესუელას! მათ ნამდვილი დემოკრატია აქვთ. შეწყვიტეთ ვენესუელის დანგრევის მცდელობა, რასაც იმიტომ აკეთებთ, რომ მათი ნავთობი ჩაიგდოთ ხელში. ხელები შორს ვენესუელისგან და ნიკოლას მადუროსგან! შეწყდეს ტრამპის მოწყობილი გადატრიალება ვენესუელაში!“-წერს მუსიკოსი Twitter-ის გვერდზე.
ეს როჯერ უოტერსის პირველი პოლიტიკური განხადება არ არის. გასულ წელს მან რუსეთს ყირიმის ოკუპაციისთვის მხარი დაუჭირა და ანტიუკრაინული პროპაგანდის გამო, ის უკრაინელების „შავ სიაში“მო ხვდა.