სამეფო კერძი: ფენოვან ცომში გამომცხვარი ორაგული

სამეფო კერძი: ფენოვან ცომში გამომცხვარი ორაგული

ინგრედიენტები

ორაგულის ფილე - 750 გ

სატაცური - 500 გ

მარილი და პილპილი

არაჟანი - 60 გ

კამა - დაჭრილი, 2-3 ს/კ

1 ლიმონის ცედრა

მზა ფენოვანი ცომი - 450 გ (2 ფირფიტა)

კვერცხი - 1 ცალი

მომზადების წესები

გაასუფთავეთ ორაგულის ფილე ფხებისგან.

გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე.

მოაჭერით სატაცურს კიდეები. მოათავსეთ ადუღებულ მარილწყალში და ხარშეთ 3-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ ყინულიან წყალში. რამენიმე წამში გადაუღვარეთ წყალი.

გააკეთეთ სატაცურისგან პიურე, შეურიეთ არაჟანი, დაჭრილი კამა და ლიმონის ცედრა. შეანელეთ მარილითა და პილპილით და გააჩერეთ.

მოათავსეთ ფენოვანი ცომის 1 ფირფიტა ლითონის სველ ფირფიტაზე. მოათავსეთ მასზე ორაგულის ნაჭერი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ორაგულის ზემოდან გაანაწილეთ სატაცურის პიურე. დაალაგეთ სატაცურის უმი ღერებიც, როგორც ფანქრები.

წაუსვით კვერცხი სპეციალური ფუნჯით და დააფინეთ ცომის მეორე ფირფიტა. შეუწებეთ კიდეები და გაულამაზეთ ჩანგლის კბილებით. ზემოდან ცომს რამდენიმეგან ჩაარჭვეთ ჩანგალი, რათა ორთქლი გარეთ გამოვიდეს. წაუსვით ცომსაც კვერცხი და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.

გამოიღეთ ღვეზელი ღუმელიდან და გააცივეთ დაჭრამდე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.