ინგრედიენტები
ლუდი - 1 ჭიქა
რძე - 1 ჭიქა
შაქარი - 2 ჩ/კ
კვერცხი - 2 ცალი
სოდა ან გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ
ზეთი - 3 ს/კ
ფქვილი - რამდენსაც მოითხოვს
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
კვერცხი შაქარი და მარილი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ რძე და ზეთი, აურიეთ კარგად, რომ ფქვილი ბოლომდე გაიხსნას. უნდა მიიღოთ სქელი, ოლადების კონსისტენციის ცომი.
დაუმატეთ მასას ლუდი და კარგად ათქვიფეთ. ცომი აქაფდება, ასეც უნდა იყოს, არ დაიბნეთ.
გამოაცხეთ, როგორც ჩვეულებრივი ბლინები, ორივე მხრიდან.