ქართული ჰიპ ჰოპის შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი გარდაიცვალა, რომელიც შავი პრინცის სახელით იყო ცნობილი. ის 48 წლის იყო.
მომღერლის გარდაცვალების შესახებ Facebook-ზე ასევე რეპერმა ჯერონიმომ დაწერა. არსებული ინფორმაციით, რეპერი ბათუმში გარდაიცვალა, მიზეზი კი თირკმელთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
შავმა პრინცმა მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისში დაიწყო. 1995 წელს მან ჰიპ ჰოპ კოლექტივი "ძებნილი" შექმნა