ნაზი საქონლის ხორცი ყველის სოუსში: მოამზადეთ ვახშმად!

ნაზი საქონლის ხორცი ყველის სოუსში: მოამზადეთ ვახშმად!

მომზადების დრო: 45 წუთი

ულუფა: 5

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი - 1 კგ

გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 200 გ

ნაღები - 150 მლ

სოიოს სოუსი - 2 ს/კ

მდოგვი - 2 ს/კ

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

დაჭერით საქონლის ხორცი პატარა ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით სოიოს სოუსი.

შეწვით ზეთში, თან ურიეთ, სანამ არ დაიბრაწება.

სოუსისთვის: ნაღები დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ გახეხილი ყველი. შემდეგ მდოგვი და კარგად აურიეთ.

შემწვარ ხორცს მოასხით სოუსი და თუშეთ თავდახურულ ტაფაში, სანამ ხორცი მზად არ იქნება.