სალათა ცეზარის გემოს საიდუმლო მის სოუსშია...

სალათა ცეზარის გემოს საიდუმლო მის სოუსშია...

მომზადების დრო: 15 წუთი

ულუფა: 1

ინგრედიენტები

კვერცხის გული - 1 ცალი

მდოგვი - 1 ჩ/კ

მარილი - 1 ჩ/კ

ზეითუნის ზეთი - 150 მლ

ლიმონის წვენი - 1 ს/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ნიორი - 1-2 კბილი

პარმეზანი, გახეხილი - 50 გ

მომზადების წესები

ათქვიფეთ კვერცხის გული, მარილი და მდოგვი.

დაუმატეთ წვეთობით ზეითუნის ზეთი, თან შეუჩერებლად ურიეთ.

თქვიფეთ, სანამ მაიონეზის კონსისტენციას არ მიიღებთ.

დაუმატეთ ლიმონის წვენი, წიწაკა და ნიორი. კვლავ კარგად აურიეთ. სულ ბოლოს დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი და ათქვიფეთ ხელის ზამბარით.

სოუსი მზად არის!

გარდა სალათისა, ეს სოუსი შეგიძლიათ დაუმატოთ ხორცს და პასტას!