ემილიანო სალას თვითმფინავის ნაწილები იპოვეს

ემილიანო სალას თვითმფინავის ნაწილები იპოვეს

ლა-მანშის სრუტის ფსკერზე იმ თვითმფრინავის ნაწილები აღმოაჩინეს, რომლითაც არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსში მიფრინავდა, ის საფეხბურთო კლუბ Nantes-ში თამაშობდა და უელსურმა კლუბმა „კარდიფ სიტიმ" გასულ კვირას 17 მილიონ ევროდ შეიძინა.

თვითმფრინავის პოვნის შესახებ ინფორმაცია კერძო სამძებრო ოპერაციის ხელმძღვანელმა დევიდ მერნსმა გაავრცელა. თვითმფრინავის ნაწილების ამოსატანად მყვინთავებს გაუშვებენ. სავარაუდოდ, ეს ფაქტი დაადასტურებს იმას რომ 28 წლის ფეხვურთელი და თვითმფრინაბის 59 წლის პილოტი დევიდ იბოტსონი დაღუპულები არიან.

შემთხვევა 21 იანვარს მოხდა. ინტერნეტში გავრცელდა აუდოშეტყობინებაც, რომელიც ფეხბურთელმა მეგობრებს მანამდე გაუგზავნა Whatsapp-ით , ვიდრე კერძო თვითმფრინავი ლა-მანშის ზემოთ რადარებიდან გაქრებოდა. შეტყობინებაში სალა თვითმფრინავის ცუდ მდგომრეობაზე საუბრობს.

"როგორ ხართ ძმებო? მართლა ძალიან დაღლილი ვარ. ნანტში ვიყავი და იმდენი საქმე მაქვს, სულ საქმე და ეს არასოდეს მთავრდება" - ამბობს ნანტე ერთ-ერთ მესიჯში.

„ახლა თვითმფრინავში ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დაიშლება. კარდიფში მივფრინავ, საგიჟეთია. ხვალ ახალ კლუბში უნდა ვივარჯიშო ბიჭებო, ახალ კლუბში ვარ" - ეს მეორე შეტყობინებაა.

„ბიჭებო, ყველანი კარგად ხართ? თუკი ჩემგან უახლოეს საათ-ნახევარში ინფორმაციას ვერ მიიღებთ, მგონი სამაშველო გუნდი დაგვჭირდება. არ ვიცი, ვინმეს გამოგზავნიან თუ არა, მაინც ვერ გვიპოვიან. უკვე მეშინია" - ეს კი მისი უკანასკნელი შეტყობინება აღმოჩნდა.