ღვინოში ჩაშუშული საქონლის ხორცი

ღვინოში ჩაშუშული საქონლის ხორცი

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 3

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი - 600 გ

პომიდორი - 4 ცალი

ხახვი - 3-4 თავი

ნიორი - 2 კბილი

დაფნის ფოთოლი

ცხარე წიწაკა - 1 ცალი

ღვინო - 300 მლ

ქინძი,ოხარახუში,რეჰანი - თითო კონა

ძირა - გემოვნებით

ხმელი ქონდარი - გემოვნებით

ზეთი - მოსაშუშად

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ხორცი დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად და ცხელ ზეთდასხმულ ქვაბში შევწვათ, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და წიწაკა. დავასხათ ღვინო და ვადუღოთ, სანამ ნახევრამდე დაშრება. შემდეგ დავუმატოთ დაბლენდერებული პამიდორი. ჩავდოთ დაფნის ფოთოლი.

თუ საკმარისი სითხე არ ექნება, შეგვიძლია გადადუღებული წყალი დავუმატოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ხორცი ბოლომდე მომზადდება.

ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, სუნელები და მარილი გემოვნებით.