აჩიკო გულედანი და გვანცა ჯაფარიძე დაქორწინდნენ

აჩიკო გულედანი და გვანცა ჯაფარიძე დაქორწინდნენ

დაახლოებით ერთი წლის კინ, "რეიტინგი" მუსიკოს აჩიკო გულედანის და ახალგაზრდა მომღერლის გვანცა ჯაფარიძის რომანზე წერდა.

ჩვენს მიერ, გავრცელებული ამბავი გამართლდა და წყვილმა ერთობლივი დუეტიც ჩაწერა, რომელიც მალევე გაჰიტდა.

აჩიკო გულედანმა და გვანცა ჯაფარიძემ უკვე იქორწინეს და წყვილმა დღეს, ჯერ ჯვარი დაიწერა, შემდეგ კი ქორწინება ვიწრო წრეში აღნიშნეს.

ცნობილი წყვილის ქორწილს ცნობილი ადამიანებიც სტუმრობენ.

გვანცამ და აჩიკომ ქორწილში "მწვანე ოთახის" სიმღერაც შეასრულეს და ერთობლივი დუეტი იმღერეს.

აჩიკო გულედანისთვის ეს მეორე ქორწინებაა, წარსულში ის ნინი ბუკიაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს.