ქალი აშშ-ში სველი თმით გარეთ გავიდა და თმა გაეყინა. პოლარული ყინვა აშშ-ში გრძელდება, ტემპერატურა რამდენიმე შტატში - 40 გრადუსამდე დაეცა. ამერიკელების დიდი ნაწილი „ტვიტერსა“ და „ფეისბუქზე“ აზიარებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორი ძლიერი ყინვაა გარეთ - მაგალითად, როგორ უცებ ცივდება და იყინება ადუღებული წყალი.
თუმცა, აიოველი ქალის, ტეილორ სკელონის ვიდეო, სადაც მისი თმა ვერტიკალურ მდგომარეობაში გაყინული ჩანს, ყველაზე პოპულარული გახდა. "ტვიტერზე" მას მილიონზე მეტი ნახვა, 41 მოწონება და 12 ათასი გაზიარება აქვს.