გაიკეთა თუ არა მერაბ სეფაშვილმა სახის პლასტიკა -

გაიკეთა თუ არა მერაბ სეფაშვილმა სახის პლასტიკა - "ჩემი გარეგნობა ვისკიმ შეინახა"

რამდენიმე თვის წინ მერაბ სეფაშვილი დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა. ამ ცვლილებამ მომღერალი ისე გააახალგაზრდავა, რომ ხმა გავარდა, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სახე გადაიჭიმაო.

"აქამდე ორჯერ ჩავიტარე თმის გადანერგვის პროცედურა, მაგრამ ასეთი ეფექტი არ მოუცია. ეს პროცედურა ისრაელში გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახსაც რამდენიმე დღე უჭირდა ამ სიახლის აღქმა, მაგრამ დღეს ყველას მოსწონს. როგორც იქნა, მივიღე ის შედეგი, რაც ყოველთვის მინდოდა.

რაც შეეხება სახის პლასტიკას, ეს მორიგი ჭორია. ჩემი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა. დედაჩემი 80 წლის ხდება და ძალიან კარგად გამოიყურება. ხანდახან ვხუმრობ კიდეც, ვისკიმ შემინახა ასე ახალგაზრდულად-მეთქი, რადგან ვისკი მიყვარს", - განუცხადა "სარკეს" სეფაშვილმა.