საუკეთესო იდეა სადღესასწაულო სუფრისთვის - ღორის ხორცის რულეტები!

საუკეთესო იდეა სადღესასწაულო სუფრისთვის - ღორის ხორცის რულეტები!

ინგრედიენტები

ღორის ხორცი, რბილი - 500 გ

ქამა სოკო - 300

ხახვი - 1 დიდი თავი

ყველი - 150 გ

მსხალი - 1-2 ცალი

წითელი ღვინო - 0,5 ჭიქა

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

დაჭერით ხორცი თანაბარ ნაჭრებად, დაბეგვეთ, დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი.

სოკო დაჭერით ფირფიტებად, ხახვი - ნახევარწრეებად, მსხალი - პატარა ნაჭრებად, ხველი - მოგრძო, 0,5 სმ სისქის ნაჭრებად.

ხახვი მოხრაკეთ, დაუმატეთ სოკო და თუშეთ 10 წუთი. გააგრილეთ და დაუმატეთ დაჭრილი მსხალი. აურიეთ.

ხორცზე მოათავსეთ სოკოსა და მსხლის გულსართი, ყველის ნაჭერი და გადაახვიეთ რულეტად, შეკარით ძაფით ან დააფიქსირეთ კბილის ჩხირით.

მოათავსეთ რულეტები ზეთწასმულ ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

შემდეგ თითოეულ რულეტს მოასხით ღვინო და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთით.