არნოლდ შვარცნეგერს ქალიშვილი გაუთხოვდა

არნოლდ შვარცნეგერს ქალიშვილი გაუთხოვდა

ყველასთვის ცნობილი და ლეგენდარული არნოლდ ჩვარცნეგერის შვილის - ქეთრინ შვარცნეგერისა და კრის პრეტის რომანის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ისინი ხშირად აზიარებდნენ სოციალურ ქსელში რომანტიკულ კადრებს და მათი სიყვარული ყოველთვის  საჯაროა.

10 თვიანი შეხვედრების შემდეგ წყვილის ნიშნობაც შედგა. ამა ფაქტს   თავად არნოლდი ადასტურებს,  რომელსაც  შვილის პირადი ცხოვრების შესახებ  აქამდე არასდროს უსაუბრია. „ ისინი ერთად ფანტასტიურები და უბედნიერესი არიან, კრისი არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა, მე მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“ - განაცხადა არნოლდმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილი ქორწილს ზაფხულში გეგმავს. ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა გახმაურდა, რომ ცერემონია შედგება Marthas Vineyard - ის სახელით ცნობილ კუნძულზე, რომელიც ქეთრინისთვის  მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან  ის ბავშვობაში  უმეტეს დროს ამ კუნძულზე ატარებდა და ამ ადგილთან  განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს.