საქართველოს სკანდალური საარჩევნო კამპანია (დევიდ იგნატიუსის სტატია The Washington Post-ში)

საქართველოს სკანდალური საარჩევნო კამპანია (დევიდ იგნატიუსის სტატია The Washington Post-ში)

კელი კონსერვატორების ფავორიტი ფერადი რევოლუციების ჩემპიონობის მიზეზით, ამჟამად ცეცხლის ქვეშ არის მოქცეული საკუთარი შიდა ოპოზიციური მოძრაობის სავარაუდო ჩახშობის გამო. იმ მოძრაობისა, რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი ბიზნესმენი.

სააკაშვილი შერაცხულ იქნა რეფორმატორად მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოს პრეზიდენტი გახდა 2004 წელს, და მამაცურად დაუპირისპირდა რეგიონში რუსეთის ჰეგემონიას. მაგრამ მან ასევე აჩვენა საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებითი შეფასების მცდარი მაგალითი, როდესაც გადადგა უგუნური სამხედრო ნაბიჯები, რითაც რუსეთს საბაბი მისცა, რომ 2008 წელს საქართველოში შემოჭრილიყო. ახლა კრიტიკოსები ბრალად უყენებენ სააკაშვილს, რომ მისი მთავრობა ზედმეტი აღტყინებით იბრძვის, როცა უკვე შიდა არენაზე პოლიტიკურ ოპონენტებს უპირისპირდება.

სააკაშვილის კონკურენტია მდიდარი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“. ივანიშვილის მომხრეები აცხადებენ ხელისუფლების მიერ რეპრესიული ნაბიჯების მთელი სერიის შესახებ, მათ შორის კომპიუტერული კიბერშეტევის შესახებ, რომელაც მოიცვა არა მარტო „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტები, არამედ ამერიკელი იურისტები, ლობისტები და უსაფრთხოების მრჩეველები, რომლებიც „ქართული ოცნებისათვის“ მუშაობენ.

კიბერშეტევის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები საქმის კურსში ჩააყენა 2012 წ. 7 სექტემბერს თედო ჯაფარიძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვაშინგტონში და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გუნდის სხვა წევრებმა. ჯაფარიძემ ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც „საარჩევნო კამპანია გადააქცია ომად ‘სახელმწიფოსა’და ‘სახელმწიფოს მტრებს’ შორის“.

ქართულ პოლიტიკურ ბრძოლას საკმაოდ ახსოვს ბინძური ხრიკებში ბრალდებები ორივე მხარის მხრიდან, მაგრამ კიბერშეტევის გამოყენებამ ეს ბრძოლა ახალ, გაცილებით მაღალ [კიბერტერორიზმის!] საფეხურზე აიყვანა. ივანიშვილის მომხრეების მიხედვით, სპეციალისტებმა და გამომძიებლებმა იპოვეს 66 ტიპის ვირუსი და სპამი ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მრჩეველთა მიერ გამოყენებულ 5 კომპიუტერში. აქედან კი ვირუსები მოდებული იყო დაახლოებით 50 სხვა კომპიუტერზე.

ვირუსული პროგრამები საკმაოდ ჭკვიანურად იყო მოფიქრებული: მათ შეეძლოთ ჩაერთოთ კომპიუტერის კამერა და მიკროფონები, და მოეხდინათ ეკრანიდან „სკრინშოტების“ ჩაწერა ყოველ 10 წამში, რაც საშუალებას იძლეოდა ჩაწერილიყო მნიშვნელოვანი გასაღებები და კოდური სიტყვები, განუცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტს. მაგალითად, ერთი ასეთი „ეკრანის ჩაჭერა“, რაც მე ვნახე, აფიქსირებდა ივანიშვილის საბანკო ინვოისს „ნეშენალ სტრატეგიზ“ კომპანიისადმი, რომელიც ვაშინგტონში არსებული უსაფრთხოების მრჩეველთა ფირმაა. მეორე იყო ივანიშვილის მიმართ ვაშინგტონშივე არსებული კომპანია „პატტონ ბოგზის“ ადვოკატის მესიჯი. ეს ფირმა ივანიშვილის ლობისტური საქმიანობის წარმართველი კომპანიაა.

კიბერშეტევა აშკარად გასცდა თავიდან დაინფიცირებულ ინდივიდუალურ კომპიუტერებს: ჯაფარიძის გუნდმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების დაფიქსირება და გადაცემა, ასევე ვირუსების გავრცელება, და ეს მოწყობილობები იყო დაინსტალირებული რამდენიმე ქართულ ინტერნეტ-პროვაიდერის აპარატურაში. როგორც ქართულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ განაცხადა, ასეთი მაღალი დონის მოწყობილობის და მათი ასეთ წერტილებში გამოყენება იმის მტკიცებულებაა, რომ სწორედ „სახელმწიფო უშიშროების და დაზვერვის სამსახურები ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალის ოპერაციას“, ნათქვამია შეხვედრის ამსახველ დოკუმენტში.

ეს ახალი დოკუმენტები კიდევ უფრო ამძიმებს მომდევნო თვეში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ურთიერთბრალდებების ისედაც საკმაოდ სქელ საქაღალდეს. აგვისტოში ევროპის საბჭომ გააკეთა განცხადება, რომლითაც გააკრიტიკა მთავრობის მიერ საარჩევნო პროცესისთვის შეგროვილი შემოწირულობების ჩამორთმევის კამპანია, როგორც “იარაღი, რათა გაანადგუროს დემოკრატიული ოპოზიცია, და რომლის ძირითადი სამიზნე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებია.” და თომას მელიამ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე აღნიშნა გასულ კვირას “ბოლო თვეებში სხვადასხვა ტიპის მრავალი ხარვეზი”, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ „საქართველოში კონკურენტული კამპანია გრძელდება“.

წყარო: http://www.washingtonpost.com/opinions/david-ignatius-georgias-rowdy-election-campaign/2012/09/19/596ef5ac-01b0-11e2-b257-e1c2b3548a4a_story.html

გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი, 2012 – The Washington Post