ბოლო დროს საზოგადეოება 50 წლის სელინ დიონს ძალიან აკრიტიკებს. ყველაფერი პარიზის მოდის კვირეულიდან დაიწო, როდესაც ის 34 წლის ესპანელ მოცეკვავესთან, პეპესთნ ერთად გამოჩნდა. თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა კრიტიკის მიზეზი, მომღერალს ასევე ჩაცმულობის და წონის გამო საყვედურობენ.
„მე და პეპე საუკეთესო მეგობრები ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეხუტებით ერთმანეთს და ხელჩაკიდებულები დავდივართ
მე ამ ყველაფერს ვაკეთებ საკუთარი სიამოვნებისთვის, თავს ვგრძნობ ისე, როგორც ლამაზი და სექსუალური ქალი და ზოგადად საერთოდ აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი, დამანებეთ თავი“ - უპასუხა აღშფოთებულ საზოგადოებას მომღერალმა.
წყვილი 2017 წლიდან ხვდება ერთმანეთს.
ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გამოჩენამდე სელინი კანადელ პროდიუსერთან - რენე ანჯელილთან იყო ქორწინებაში. წყვილი 1991 წელს დაინიშნა.
სამწუხაროდ, რენე 2016 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ვარსკვლავის პირად ცხოვრებაზე საზოგადოებას პეპეს გამოჩენამდე აღარაფერი სმენია.