გვინეთ პელტროუს სასამართლოში უჩივიან

გვინეთ პელტროუს სასამართლოში უჩივიან

ამერიკის ერთ-ერთი შტატის, იუტას მაცხოვრებელი ტერი სენდერსონი გვინეთ პელტროუს უჩივის. 46 წლის მსახიობი 2016 წელს თხილამურით სრიალისას დაეჯახა დაზარალებულს, რის შედეგადაც მას სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. 72 წლის ტერი სენდერსონმა თავის ქალის მძიმე ტრავმა და ოთხი მოტეხილობა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დაჯახების შემდეგ გვინეთმა იმის ნაცვლად რომ გაჩერებულიყო და მიხმარებოდა,  განაგრძო სრიალი და ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია დაზარალებულისთვის. ტერის მხოლოდ ისტერიული კივილის ხმა ახსოვს, რადგანაც დაჯახების შემდეგ მან გონება დაკარგა.

მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სენდერსონი 3 მილიონ დოლარს ითხოვს, გვინეთ პელტროუ კი უარყოფს დანაშაულს და თვლის რომ ამ ბრალდებას მტკიცებულება არ აქვს. დაზარალებულის ინსტრუქტორი კრეიგ რეიმონი კი ამბობს, რომ ის შეესწრო ამ სცენას და გვინეთიც ამოიცნო.

მიიღებს თუ არა დაზარალებული ბოდიშს ან კომპენსაციას მსახიობისგან ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ასევე უცნობია რა განაჩენს გამოუტანს სასამართლო გვინეთს სამი წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო.