სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ილო ბეროშვილმა ანი ბებიაზე იქორწინა.
ონლაინ-მედიამ ეს დასკვნა ილოს და ანის ერთობლივი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, სადაც ანი ბებიას უბრალოდ თეთრი კაბა აცვია.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ილო ბეროშვილს დავუკავშირდით.
ილო, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს თქვენ და ანი დაქორწინდით?
- ეს ინფორმაცია არის ტყუილი. არ დავქორწინებულვართ. ასე ინფორმაციის გავრცელება როგორ შეიძლება. ფოტო რომლის გამოქვეყნების შემდეგაც ეს ინფორმაცია დაიწერა ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიულ ღონისძიებაზე არის გადაღებული.