თაფლის ნამცხვარი ,,მადონა

თაფლის ნამცხვარი ,,მადონა"

ინგრედიენტები

კვერცხი - 3 ცალი

შაქრის ფხვნილი - 1.5 ჭიქა

თაფლი - 3 ს/კ

კარაქი - 300 გ

შედედებული რძე - 1 ქილა

ფქვილი - 5 ჩ/ჭ

სოდა - 1 ჩ/კ

ძმარი - 1 ს/კ

ვანილი - გემოვნებით

მომზადების წესები

3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 3 ს.კ გამდნარი თაფლი, 3 ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა, ძმარში გახსნილი, 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. წინასწარ ჯამითავადუღოთ წყალი, შიგ  ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნუშნული მასაა მოთავსებული და გავაჩეროთ 10 წუთი. ( ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. კარგად დავზილოთ და გავყოთ 8 ნაწილად.  თითოეული ნაწილი ცომისა  უნდა გამოვაცხოთ ცალ ცალკე.  წავუსვათ კრემი ყველა ფენას, დავალაგოთ ერთმანეთზე, ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი ნაპირები.

კრემისთვის 300 გრ კარაქი კარგად გავთქვფიოთ გათეთრებამდე, შევაზილოთ 1 ქილა შედედებული რძე და ვანილი.