ბონდო მღებრიშვილი ლისნი ლოჰანთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს

ბონდო მღებრიშვილი ლისნი ლოჰანთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს

ფილმის “Among the Shadows” – “ჩრდილებში” ტრეილერი გამოქვეყნდა, სადაც მთავარ როლს ჰოლივუდის მსახიობი ლინდსი ლოჰანი ასრულებს. ფილმის რეჟისორი ტიაგო მესქუტა გახლავთ.

ცნობილია, რომ ფილმში, 32 წლის ვარსკვლავი ევროპელი პრეზიდენტის მეუღლის, პატრიშას როლს ასრულებს, რომელიც კერძო დეტექტივის დახმარებით, ცდილობს გაარკვიოს, ვის სურს მისი ქმრის მოკვლა. აღსანიშნავია, რომ საქმეში მაქციები ფიგურირებენ.

ამასთან, ქართველი მაყურებელისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ფილმში მონაწილეობს ქართველი მსახიობი ბონდო მღებრიშილი, მან სამსახიობო კარიერა ბელგიაში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა რეჟისორმა აღმოაჩინა, შემდეგ სხვებიც დაინტერესდნენ

ფილმში – “Among the Shadows” – ქართველი ახალგაზრდა მსახიობის, მეისონის სახელით მოგვევლინება.