მაკარონი შებოლილი ძეხვებით

მაკარონი შებოლილი ძეხვებით

ინგრედიენტები

მაკარონი - 250 გ

მარილი და პილპილი

პამიდორი საკუთარ წვენში - 200 გ

ნაღები - 100 გ

ბულიონი - 100 მლ

ნიორი - 2 კბილი

ხახვი - 2 თავი

შებოლილი ლორი ან ძეხვი - 400 გ

გახეხილი ყველი - 1 ჭიქა

მწვანე ხახვი

მომზადების წესები

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაბრაწეთ დაჭრილი ძეხვის ნაჭრები, დაამატეთ ხახვი და ნიორი, მოშუშეთ. დაამატეთ ბულიონი, პომიდორი, ნაღები და წამოადუღეთ. შემდეგ დაამატეთ მოხარშული, გადაწურული მაკარონი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.

შუშეთ 1-2 წუთი, შემდეგ მოაყარეთ ყველი, კარგად ამოურიეთ, დაამატეთ მწვანე ხახვი და მიიტანეთ სუფრასთან.