ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1969 წლის 30 იანვარს, ჯონ ლენონმა, პოლ მაკარტნიმ, ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა ლონდონში ერთ-ერთი შენობის სახურავზე კონცერტი გამართეს, რომელიც უდიდესი მუსიკალური ჯგუფის ბოლო ცოცხალი შესრულება იყო.
კონცერტი მანამდე დაანონსებული არ ყოფილა და ჯგუფის გამოსვლამ იანვრის ცივ დღეს უდიდესი ყურადღება მიიქცია - შენობის დაბლა უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც მდიდრულ უბანში სიმშვიდისა და სიწყნარის დარღვევა არ მოეწონა, გამოძახებულმა პოლიციამ კი "გაურკვევლობა" აღკვეთა.
მას შემდეგ "სახურავზე გამართული კონცერტი" ლეგენდად იქცა.