მომზადების დრო: 120 წუთი
ულუფა: 6
ინგრედიენტები
ფქვილი - 500 გ
შრატი - ან თბილი წყალი 300 მლ
დაწნეხილი საფუარი - 20 გ
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 0,5 ჩ/კ
ზეთი - 50 მლ
კარაქი - ფორმაზე წასასმელად
კამა - 1 კონა
ნიორი - 3-4 კბილი
მომზადების წესები
საფუარი: აიღეთ ფქვილის საერთო რაოდენობიდან აიღეთ 200 გ, დაუმატეთ საფუარი, შაქარი და შრატი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30-40 წუთი.
აფუებულ მასას დაუმატეთ მარილი და დარჩენილი ფქვილი, მოზილეთ ცომი 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადააფარეთ კვლავ ჩაის ტილო და გააჩერეთ, სანამ 2-ჯერ არ მოიმატებს მოცულობაში.
შემდეგ გადმოიტანეთ ცომი სამუშაო ზედაპირზე, ფორმას (23 სმ დიამეტრის) წაუსვით კარაქი. გაყავით ცომი 2 ნაწილად, თითეული გააბრტყელეთ სწორკუთხედად, შემდეგ გადაახვიეთ რულეტად და ხელის დაანაწევრეთ მიღებული რულეტი პატარა, მოგრძო ნაჭრებად.
მოამზადეთ ნივრიანი და მწვანილიანი მასა: ზეთში აურიეთ წმინდად დაჭრილი ნიორი და დანაყილი ან ასევე წმინდად დაჭრილი ნიორი, მარილი.
ამოავლეთ ცომის თითოოეული ნაჭერი მწვანილიან მასაში და მოათავსეთ ფორმაში. გადააფარეთ ფორმას ჩაის ტილო და კვლავ გააჩარეთ თბილ ადგილას, რომ ცომი აფუვდეს, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
შემდეგ გამოაცხვეთ 210 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.