ზაზა

ზაზა "გრუზინია" და ესე ადვილად არ დანებდება - რა ხდება ქართულ სოციალურ ქსელში, როცა ქმარი ცოლს ღალატს პატიობს

"ჩემი ცოლის დაქალების“ მეთოთხმეტე სეზონი დამთავრდა. სერიალი, რომელიც „რუსთავი 2“-ზე წლებია, გადის, ბევრს მობეზრებული ჰქონდა, თუმცა ბოლო დროს მოვლენები მანაგაძეების ოჯახში ისე განვითარდა, ბევრი დაუბრუნდა დავიწყებულ სერიალს.

ყველაზე ერთგული და მორჩილი ცოლის სტატუსის მქონე ქეთის ღალატის ამბის გაგების შემდეგ ყველა ელოდა, რომ ზაზა მოკლავდა ცოლს, მინიმუმ დაშორდებოდა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მოძალადე ზაზა აუცილებლად იძიებდა შურს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ვარაუდობდა, რომ ქეთისნაირი „ნაპატიები“ გოგონები ძალიან ბევრი იყო თბილისში და ახალი არაფერი მოხდებოდა, თუ გამგები ქმრის როლში მოგვევლინებოდა ზაზა.

მართლაც ბოლო სერიაში ზაზა ძალიან შეიცვალა. ბევრი ნერვიულობის და მუქარის შემდეგ  მოღალატე ცოლს ცოლს მესიჯი მისწერა, „მე უფრო გიყვარდი, თუ  ის“. „შენ.“ უპასუხა ქეთიმ. მანაგაძეების ოჯახში მოვლენების განვითარებას მაყურებელი ერთ თვეში იხილავს. თუმცა მანამდე სოციალურ ქსელში ზაზას საქციელს სხვადასხვანაირად აფასებენ.

"ეგრეა ზაზუ, სანამ გყავს, გივლის, გესიყვარულება ადამიანი, მანამდე რომ დააფასო უკეთესი იქნება. ეხლა ხო გეტკინა ყველაფერი?! ეგრე ტკიოდა შენს ცოლს, საცვლები რო გიპოვა  ყველას ის უბრუნდება, რასაც თვითონ აკეთებს“

„ზაზა როგორ მიწერე? თავმოყვარეობა სადაა შენი? მაგრამ ინტრიგაა უეჭველი 15 სეზონში რაღაც რადიკალურად შეიცვლება უეჭველი!“

„ზაზა "გრუზინია" და ესე ადვილად არ დანებდება! “

„მე რაღაც მეეჭვება ეგენი შერიგდნენ, სცენარისტმა მაგარი რაღაც ჩააგვიგდო“.

„ყოჩაღ.. კარგი დასასრულია სიყვარულმა გაიმარჯვა ყველაზედა ყველაფერზე... მათ შორის იმ ბრბოზე რომელთაც მათი დაშორებ უნდოდათ.. ღალატი ღალატი და მას სქესი ვერ განარჩევს.. როგორც ქეთიმ აპატია მას ყველაფრისდა მიუხედავად... ეხლა ის იყო ღირსი შენდობის პატიების და ამიტომაც ბრავო ზაზა“

„ვინც ელოდა, რომ ზაზა ქეთის მოკლავდა!! შეგიძლიათ გააუქმოთ კუბოების შეკვეთები“

„რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქეთა ამ საქციელით ზაზას თვალში ამაღლდა როგორც პიროვნება, როგორც- ქალი.

წესისამებრ, ზაზა ამ ქალს აღარ დაუბრუნდება (თავმოყვარეობის საკითხია და კიდევ მომავალში ათასი ეჭვიანობის სცენების არ მოწყობის გამო), მაგრამ ის მისი ყველაზე სასურველი ქალი იქნება დედამიწაზე.

ორი უკიდურესობიდან, ქეთიმ ოქროს შუალედში მოარტყა...

რაც შეეხება ღალატს, უყვარდა და მიტომაც უღალატა!

რომ არ ჰყვარებოდა, პირდაპირ გაცილდებოდა.

ისე, მაგარი გოიმი კი არის, ეს ყველაფერი რომ გაეთამაშებინა და მართლა არ ეღალატა, უფრო მაგარი ტიპი იქნებოდა (!) ...

თუმცა, ეს ღალატი ჩადენილი იყო რწმენისათვის და არა ვნებისთვის ...

ამიტომაც, გაფრთხილდით მამაკაცებო!

ამაზეა ნათქვამი :,, თხა თხაზე ნაკლები, მგელმა დაგლიჯოსო “

„რამდენი ვაი ვაჟკაცი უყურებდა ეხლა ამ სერიას და ასხმევინებდა ტვინს ქეთის თავის წარმოდგენებში  მიხარია ზაზას პიროვნული ცვლილება“.

„ხალხი მთელი სეზონი ქელეხისთვის ემზადებოდა, კომენტარები გამზადებული ჰქონდათ და ამათმა რა იკისრეს“