მელანია და დონალდ ტრამპების ქორწინების იუბილემ უჩვეულოდ ჩაიარა

მელანია და დონალდ ტრამპების ქორწინების იუბილემ უჩვეულოდ ჩაიარა

ამერიკის შეერთებული შტატების 72 წლის პრეზიდენტს -  დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს  - 48 წლის მელანიას 22 იანვარს ქორწინების თოთხმეტი წლის იუბილე ჰქონდათ, თუმცა ამ დღეს ისე არ ჩაუვლია, როგორც საზოგადოება მათგან ელოდა.

როგორც წესი მსგავს დღეებს, ქვეყნის პირველი პირები გულთბილი ტექსტებითა და რომანტიკული ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსებით იწყებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ტრამპი გამონაკლისია.

დონალდმა დღის განმავლობაში უამრავი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებიც პოლიტიკური შინაარსის გახლდათ და მაშინ, როცა მეუღლისთვის ეს იუბილე ერთ ჩვეულებრივ დღედ აქცია, არ დავიწყნია ცნობილი სპპრტსმენის- მარიანო რივერასთვის, National Baseball Hall of Fame-ისთვის შერჩევის მილოცვა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი არ გამოირჩევა გადაჭარბებული ემოციებით საუბრით, ისინი აქამდე მაინც აქვეყნებდნენ ერთმანეთზე პოსტებს, ეს საქციელი კი, საზოგადოებამ უცნაურად მიიღო. ბევრი მათგანი ამას ე.წ. შატდაუნს უკავშირებს და თვლის, რომ პირველი პირის ოჯახს არ სურდა საზეიმო განცხადების გაკეთება მსგავს დაძაბულ ვითარებაში.

თუმცა გარკვეული ნაწილი იხსენებს, რომ მელანია ტრამპი ბოლო დროს უცნაურად გაქრა სოციალური ქსელებიდან და არც ტრამპის მიერ მოწყობილ საღამოს დაესწრო, რომელზეც პრეზიდენტმა, შეფმზარეულის იძულებით შევბულებაში გასვლის გამო (რაც სწორედ შატდაუნით იყო გამოწვეული) სწრაფი კვების ობიექტიდან გამოწერილი საჭმლით უმასპინძლა სპორტსმენებს.

შესაბამისად, შესაძლოა ეს ყველაფერი მათ შორის არსებულ დაძაბულობაზე მიანიშნებდეს.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2005 წელს იქორწინა, მათ ერთი საერთო შვილი - ბარონ ტრამპიც ჰყავთ, რომელიც 12 წლისაა.