მსახიობი რეზო ნასიძე, რამდენიმე კვირის წინ სკანდალში გაეხვია. სოციალურ ქსელში და მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში მან ექიმი სცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი მედიკოსსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას სცემა. ღამით კლინიკაში პოლიცია იყო მობილიზებული.
რეზო ნასიძის დედა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა და მან გავრცელებული ჭორები, იმის შესახებ, რომ რეზო ნასიძე ნარკოტიკს ითხოვდა უარყო.
პაციენტის დედა ამბობს, რომ მის შვილს კლინიკის ექიმებმა სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, რამაც თავის ტკივილითა და ვირუსით შეწუხებული ახალგაზრდა მამაკაცი მდგომარეობიდან გამოიყვანა.
მოგვიანებით ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, თუმცა რა მოხდა რეალურად კლინიკაში ამას გამოძიება სწავლობს.
რეზო ნასიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და საბოლოო განაჩენი მოსამართლეს ჯერჯერობით არ გამოუტანია.
რეზო ნასიძე წარსულში ფეხბურთელი იყო, თუმცა ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, რომელიც მან ხმაურიანად დატოვა. ამის მიზეზად კი, მისი და "რუსთავი 2"-ის სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.
"რეიტინგმა" სცადა ინციდენტის შესახებ რეზო ნასიძესთან ინტერვიუ ჩაეწერა, მაგრამ ის ამ საკითხზე სასამართლო პროცესების დასრულებამდე არ საუბრობს.
ამიტომ თვალი მის ინსტაგრამის გვერდს გადავავლეთ. ახალგაზრდა მსახიობი აშკარაა, რომ ბოლო დროს მხატვრობით არის გატაცებული, ის ძირითადად თევზებს ხატავს, მაგასაც აქვს თავისი მიზეზი, რისი დაწერისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.
მის ნამუშევრებს ინტერნეტ-სივრცეში უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს. როგორც რეზიმ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მას სამხატვრო აკადემიაში სწავლა სურდა, თუმცა არ გამოუვიდა, ამიტომ ერთ დღესაც, როცა გადაწყვიტა ხატვა დაეწყო გამოუვიდა კიდეც.
ხატვის პარალელურად რეზო სპორტით არის დაკავებული. მართალია ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ამჯერად ის კრივით არის დაკავებული და მთელ დროს სპორტ-დარბაზში ატარებს.
მსახიობს სურს ჩემპიონიც გახდეს და ვნახოთ რა შედეგებს მოიპოვებს.