გიგი დედალამაზიშვილი ბიჭის მამა გახდა

გიგი დედალამაზიშვილი ბიჭის მამა გახდა

ჯგუფი "მგზავრების" სოლისტი და მისი მეუღლე - მარინა კარპი 27 იანვარს მეორე შვილის მშობლები გახდნენ. სასიამოვნო სიახლის შესახებ სოციალურ ქსელებში მათი ოჯახის წევრების მიერ გამოქვეყნებული პოსტებიდან ირკვევა. "ქვეყანას მოევლინა ნიკოლოზ დედალამაზიშვილი სამგზის ბებია ვარ" - დაწერა სოციალურ ქსელში მომღერლის დედამ - ციცი ფალავანდიშვილმა.

გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელმა მეუღლემ, საქართველოში იმშობიარა. პატარა ნიკოლოზ დედალამაზიშვილი გაგუას კლინიკაში გაჩნდა.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთი ბავშვის დაბადება ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნეს.

ახალგაზრდა დედიკომ უკვე გამოაქვეყნა შვილის პირველი კადრი, რომელსაც შემდეგი ტექსტი დაურთო "27.01.2019 Welcome Nikoloz Dedalamazishvili".