მომზადების დრო: 240 წუთი
ულუფა:
ინგრედიენტები
ხმელი ტარხუნა - 1 ჩ.კ
მარცვლოვანი მდოგვი - 1 ს.კ
ფორთოხლის წვენი - 2 ს.კ
ზეითუნის ზეთი - 2 ჩ.კ
პაპრიკა - 1 ჩ.კ
თაფლი - 2 ს.კ
სოიოს სოუსი - 1 ს.კ
ნივრის კბილი - 3
ბატკნის რბილი - 1 კგ
მარილი და პილპილი
ქონდრის ტოტები - 4
მომზადების წესები
ნიორი ფირფიტებად დავჭრათ. ხორცს დანით ჭრილები გავუკეთოთ და ნივრის ფირფიტები ჩავუდოთ.
დანარჩენი ინგრედიენტებით სოუსი მოვამზადოთ და ხორცს კარგად წავუსვათ. დავტოვოთ 2 საათი.
შემდეგ ჩავდოთ შესაწვავ პაკეტში, ჩავაყოლოთ ქონდარი და შევწვათ ღუმელში 200 გრადუსზე 1 საათი. შემდეგ პაკეტი გავჭრათ და 15-20 წუთი გავაგრძელოთ წვა.