ქაბაბი არაბულად

ქაბაბი არაბულად

მომზადების დრო: 6 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

პიტნა - 1 პატარა კონა

ოხრახუში - 2 კონა

ხახვი - 2

ცხვრის ხორცის ფარში - 500 გ

ნივრის კბილი - 3

მარილი და პილპილი

დაფქული მუსკატის კაკალი, ძირა, პაპრიკა - 1/4 ჩ.კ, თითოეული

ხის ჩხირები

მომზადების წესები

ჩხირები დავალბოთ თბილ წყალში 30 წუთით.

კომბაინში დავაქუცმაცოთ ხახვი, ნიორი, მწვანილი, პიტნა და შევურიოთ ფარშს. დავამატოთ სუნელები და მარილი. გადმოვიტანოთ მაგიდაზე და 5-7 წუთის განმავლობაში ისე დავზილოთ, როგორც ცომი, ზოგჯერ ავიღოთ და უხეშად რომ ვთქვათ, მაგიდაზე დავახეთქოთ.

ფარშისგან გავაკეთოთ  გრძელი კატლეტები და წამოვაგოთ ჩხირებზე, 30 წუთით მაცივარში შევდოთ, შემდეგ გავახუროთ გრილის ტაფა (ან მთლად უკეთესი, გრილი ნაკვერჩხალზე), წავუსვათ ცხიმი და შევწვათ ქაბაბი.