მომზადების დრო: 40 წუთი
ულუფა: 6
ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 6
ტკბილი წიწაკა - 4-5
ქინძი - 1 კონა
პიტნა - 3-4 ღერი
ცხვრის დუმა - 100 გ
მარილი და პილპილი
ხახვი - 2
ზეთი - 2 ჩ.კ
მომზადების წესები
ბადრიჯანი და წიწაკა გავრეცხოთ. ბადრიჯნები დავსეროთ სიგრძეზე. წიწაკები კი დავჭრათ.
ცხვრის დუმა დავჭრათ და გახურებულ ტაფაზე დავყაროთ. როდესაც ოდნავ დაიბრაწება, ამოვიღოთ.
ბადრიჯნებს წავუსვათ მარილი, პილპილი და დასერილ ადგილებში ჩავუდოთ დუმის ნაჭრები და ქინძის ღერები, შემდეგ კი მოვათავსოთ ტაფაში, რომელშიც შევბრაწეთ ცხვრის დუმა. ბადრიჯნებს ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი წიწაკები, პიტნის ტოტები, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და თავდახურული დავდგათ შესაწვავად საშუალო ცეცხლზე. როდესაც ბადრიჯნის შეწვას ცოტა ეკლდება, დავაყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, დავახუროთ სახურავი და რამდენიმე წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან.