„გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მაილი საირუსიც იმღერებს

„გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მაილი საირუსიც იმღერებს

ცნობილი გახდა, რომ „გრემის“ დაჯილდოების 61-ე ცერემონიაზე მაილი საირუსიც იმღერებს. ამის შესახებ CBS Sanfrancisco წერს.

ამავე ცნობით, საღამოზე Red Hot Chili Peppers-ი და ბრენდი კარლაილიც წარდგებიან მსმენელის წინაშე.

ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ინფორმაციით, საზოგადოება ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე კამილა კაბეიოს, Cardi B-ს, ჟანელ მონეს, შონ მენდესსა და Post Malone-საც იხილავს.

61-ე ,,გრემი”, რომელსაც ალიშა ქისი წაიყვანს, 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.