ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა მესამედ გადადეს ქორწილი

ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა მესამედ გადადეს ქორწილი

ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა კიდევ ერთხელ გადადეს ქორწილი. როგორც ჩანს წყვილს ძალიან უჭირს ამ საპასუხისმგებლო დღისთვის კონკრეტული თარიღის არჩევა.

თავდაპირველად წყვილს ჯვირსწერა იანვარში ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. თუმცაღა ინფორმაცია ახალი თარიღის შესახებ მალევე გავრცელდა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯასტინსა და ჰეილის ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის უკვე გაგზავნილი ჰქონდათ მოსაწვევები, რომლის მიხედვითაც ცერემონია პირველ მარტს - ჯასტინის დაბადების დღეზე გაიმართებოდა.

სამწუხაროდ, იმ 300-მა სტუმარმა, რომლებსაც უკვე მიღებული ჰქონდათ მოსაწვევი ბარათები, გუშინ შეიტყვეს, რომ ქორწილი ისევ გადაიდო,  მაგრამ ახალ თარიღთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ქორწილის გადადების მიზეზი თარიღის შეუთავსებლობა იყო ბიბერების მეგობრებსა და ახლობლებთან. წყვილს კი სურს რომ ისეთ დრო შეასწოროს, როცა ყველა მათი საყვარელი ადამიანი შეძლებს ამ მნიშვნელოვან ცერემონიაზე დასწრებას.

ინტერნეტსივრცეში ასევე საუბარია იმის შესახებაც, რომ ჰეილი და ჯასტინი ძალიან აღელდნენ და გადაწყვიტეს სასწრაფოდ მოეფიქრებინათ ახალი თარიღი. თუმცაღა მალევე გააცნობიერეს, რომ ისინი ოფიციალურად უკვე ცოლ-ქმარი არიან და ურჩევნიათ მშვიდად დაგეგმონ ქორწილის ცერემონია.